ტულაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, დავით ქურასბედიანი, მეტსახელად "ჭუტო ხონელი" დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათი ინფორმაციით, პოლიციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 44 წლის კრიმინალური ავტორიტეტი, "ჭუტო" ცხოვრობს ტულაში და ეწევა კრიმინალურ საქმიანობას.
სამართალდამცავებმა დავით ქურასბედიანს რუსეთის მოქალაქის, ბაჰან გრიგორიანის სახელზე გაცემული საერთაშორისო პასპორტი აღმოუჩინეს.
საქმე დოკუმენტების გაყალბების მუხლით აღიძრა.
განაჩენის გამოტანამდე და იძულებით დეპორტამდე, ქურასბედიანი არალეგალ მიგრანტთა დაწესებულებაში გადაიყვანეს.