პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილსა და ელჩებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ელჩების ინიციატივით იმართება.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩია მიწვეული. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვარაუდობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კითხვები ექნებათ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ 17 მაისს განვითარებულ პროცესებსა და ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაკავებასთან დაკავშირებით.
"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, კითხვები ამ თემებზე იქნება და ვნახოთ, როგორ ჩაივლის შეხვედრა", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.