აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მოსახლეობას კეთილი სურვილებით მივულოცო 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ურთიერთინტერესებზე. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციის გაძლიერების გაგრძელების მიმართ.
ჩვენ პატივს ვცემთ ავღანეთში მომსახურე თქვენს სამხედროებს, მათ შორის იმ ჯარისკაცებს, რომელთაც თავი გაწირეს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად, რამეთუ მისი სიძლიერე ერთიანობასა და პარტნიორობაშია. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მყოფ ქართველებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს", - ნათქვამია ჯონ კერის მისალოც წერილში.