წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს რთული დღე ჰქონდა. სხდომაზე დაწყებულმა ხმაურმა მოგვიანებით საკრებულოს შენობის დერეფანში გადაინაცვლა. ურთიერთდაპირისპირება იმ ეტაპამდე მივიდა, რომ წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს მუშტებს უღერებდნენ და წიხლებსაც კი უქნევდნენ.
გაწევ-გამოწევასა და ურთიერთქიშპში ახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარის მიერ მოქნეული პანღური პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ დეპუტატს მარინა კაკაჩიას მოხვდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პანჩური მარინა კაკაჩიასთვის სულაც არ ყოფილა განკუთვნილი. სინამდვილეში გაბრაზებულმა საკრებულოს დეპუტატმა და ამავე დროს ახალი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ჭიჭინაძემ ფეხი თავის კოლეგას ვლადიმერ გაბელიას მოუქნია. ამის მიზეზი კი გაბელიას მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფა და შეგინება გახდა.
ცნობისათვის, დაზარალებული “პანღურამორტყმული” და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი მარინა კაკაჩია “ნაციონალური მოძრაობის” აწ უკვე ყოფილი წევრი და “გაოცნებებული” დეპუტატია. ამჟამად კაკაჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ამინდს ქმნის” და დავით ბელქანიას თანამეინახეა. წინასაარჩევნოდ სწორედ მარინა კაკაჩიამ არ მისცა ირაკლი ალასანიას საშუალება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვედროდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი ასეთ