შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულმა დღეს, დაახლოებით18:30 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი მშობლები - 1942 წელს დაბადებული თამარ ქ. და 1940 წელს დაბადებული ანზორ მ. დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.
მშობლების მკვლელობის მიზეზს ბადრი შ. ამ ეტაპზე არ ასახელებს.
გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 109-ე მუხლის „ა" პუნქტით, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.