კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში კლარენს ზეედორფი, კაკა და ანდრეა პირლო მიიღებენ მონაწილეობას. მის შესახებ ინფორმაციას ,sportall.ge-ს ცნობით, იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ უკვე ითქვა, რომ 31 მაისს "დინამო არენაზე" "მილანის" შემადგენლობაში ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.
რაც შეეხება კალაძის მეგობრების გუნდს სრული შემადგენლობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ამ გუნდში ფაბიო კანავარო ითამაშებს.
მატჩი "დინამო არენაზე" 31 მაისს, 20:30 საათზე დაიწყება.