კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
ამის შესახებ "პირWელს" ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.
"პროკურატურას მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ჭიაბერაშვილი გუბერნატორის პოსტზე რჩება", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კახეთის გუბერნატორს გირაოს სახით 20 ათასი ლარი შეუფარდა. ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.