რუსთავის მე-17 მიკრორაიონის #27-ე კორპუსის მეორე სართულიდან თვენახევრის ჩვილი, წინასწარი ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოაგდეს. ბავშვი ასფალტზე დაცემის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩვილი მეორე სართულის ფანჯრიდან მამამ გადმოაგდო.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია. მიმდინარეობს მოკვლევა.