დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა, საქართველოს მოქალაქე გუსეინ გაჯიევი და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ისმაილ ქურდოღლი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, 6 900 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა 4 500 აშშ დოლარად გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ითვალისწინებს.