ჯონი გიგანი: პროკურატურის მხრიდან ამ საქმეზე ძვრები არ შეინიშნება
„იოლის“ მეპატრონე ყოფილ ხელისუფლებას კომპანიის გაკოტრებაში ადანაშაულებს. როგორც ჯონი გიგანი რადიო ,,კომერსანტთან’’ განმარტავს, იმის გამო, რომ მისი ოჯახი ნაციონალურ მოძრაობას არ ემხრობოდა, მთავრობის ცალკეული ჯგუფების ჩარევით, მათ ყველა ბიზნესში უსაფუძვლოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გიგანის მტკიცებით, საქმე სხვადასხვა, მათ შორის არასწორ პრივატიზაციას ეხებოდა, რის გამოც კომპანიები, იგივე ,,იოლი’’ ამ ეტაპზე ვეღარ მუშაობს. ბიზნესმენის ცნობითვე, მის ქონებას ბანკების კრედიტების გადაუხდელობის შემთხვევაში დაკარგვა ემუქრება.
გიგანის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ,,იოლი’’ გაკოტრებულია, 400 თანამშრომელი უმუშევრადაა დარჩენილი. თუმცა, წარმოების გასაგრძელებლად ინვესტორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
გიგანის განცხადებით, საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას რამდენიმე თვის წინ მიმართა, მაგრამ რაიმე სახის ძვრები საქმესთან დაკავშირებით არ შეინიშნება.