ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ხვალ გლდანის # 8 საპყრობილეში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
„სავარაუდოდ მერაბიშვილს დღეს ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერებენ, ხვალ კი გლდანის საპყრობილეში გადაიყვანენ. დღევანდელი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალზე სასაცილოა, რადგან ორ ადამიანს ერთიდაიგივე ბრალდებები წაუყენეს, თუმცა ერთს გირაო შეუფარდეს, ხოლო მეორე დააკავეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარი გირაო, ხოლო ივანე მერაბიშვილს კი პატიმრობა შეუფარდა.