ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. როგორც ვანო მერაბიშვილმა დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური და საჯარო საქმიანობა.
"მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, შინაპატიმრობას შემიფარდებს თუ არა, მე ვაპირებ გავაგრძელო პოლიტიკური და საჯარო საქმიანობა", – აღნიშნა მერაბიშვილმა.
ასევე მან გაიხსენა პრეზიდენტის განცხადება, რომ მას და გიგი უგულავას ემუქრებოდა დაპატიმრება. მერაბიშვილის თქმით, ეს მისთვს და გიგი უგულავასთვის ძალიან დიდი ალბათობით დიდი საფრთხის შემცველი იყო. "ამ დარბაზში ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა დევნა, რადგან ეს იყო დეკრალირებული", - აღნიშნა ყოფილა პრემიერ-მინისტრმა.