საქართველოში ისეთ ხალხს, როგორიც ვანო და ზურაა, ვინც წარმატების ეპოქას ჩაუყარა სათავე, ციხეში დიდხანს ვერ გააჩერებთ, - მიმართავს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
"ბატონმა ბიძინამ კაცურად გულზე ხელი დაიდოს, შემდეგ თავის ირგვლივ მილიარდებზე და ზიზღზე შემოკოწიწებულ შემთხვევით "გუნდს" გადახედოს და გვითხრას ერთი ზურა ჭიაბერაშვილზე უფრო იდეალისტი და ენთუზიასტი კაცი ან ქალი თუ ყავს ირგვლივ... ან რომელ მათგანს გაუკეთებია ასე ერთგულად და ასე უანგაროდ იმის მეოთხედი მაინც, რაც ზურა ჭიაბერაშვილმა მართლა კაცურად აკეთა წლების მანძილზე... დადგება დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე უფრო მეტად მწარედ წააგებს არჩევნებს, ან უამისოდ მოუწევს წაგება. როგორ გონია ქართული აუხდენელი ოცნების ლიდერს, თუ დარჩება მის გვერდში ზურას მსგავსი კაცები და ქალები? ან რა იდეოლოგიას თავაზობს მომავალ თაობას, რომ ადამიანები მის ირგვლივ გაერთიანდნენ?... ახალგაზრდა ვარ საკმარისად, რომ მაგ დროს მოვესწრო და შევახსენო მათ, ვინც ბატონი ბიძინას ძეგლების გამოძერწვის და ფსევდო-მართლმადიდებლურ საფარქვეშ რუსეთის ჰეგემონიის განცხადებებს და იდეოლოგიას გვახვევს თავს... მართლა სირცხვლია.
ქართული კომფორმისტული პოლიტიკის ყველა დაწერილ-დაუწერელი წესით, თბილისის მერობიდან "მოხსნილი", გნებავთ გათავისუფლებული დავარქვათ, ზურა ჭიაბერაშვილი აქამდე პირველი დაუძინებელი მტერი და მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო სააკაშვილის და მისი პარტიის, ალბათ ბატონი ბიძინას კარზეც პატარა პოზიციები არ ექნებოდა ასეთ კაცს, ვისაც ნებისმიერი ოპოზოციური სულის მღაფავი პარტია დიდი ზარ-ზეიმით მიიღებდა, მაგრამ რა მოხდა... ზურამ არა სააკაშვილს, არამედ საკუთარ ფასეულობებს არ უღალატა და სხვა ფრონტზე გააგრძელა ღირსეული ბრძოლა, რადგან ეს მის ქვეყანას ჭირდებოდა. აი, ესაა, რაც გვაქვს ჩვენ და რაც არ გაქვთ თქვენ, რის გამოც გიკვირთ, რაზეა დაფუძნებული ჩვენი ერთობა, როდესაც ბევრ ჩვენგანს მაღალი თანამდებობებიდან მზითვად წამოკიდებული ბანკის კრედიტები ახრჩობს და მაინც ბოლო დროს პოპულარული, შემოსული ტერმინი "ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას"...
დღეს ხელისუფლებას გონია, რომ ყველაზე ძლიერია და ყველაფრის უფლება აქვს, თავისივე მოგონილი ე.წ. '"სამართლიანობის აღდგენითაა" გართული, თუმცა აქვე გულახდილად ვეტყვი მათ, ჩვენც გაგვივლია ეგ ეტაპი, როდესაც თავი ყველაზე ძლიერი გვეგონა, ვიყავით კიდევაც, რასაც ეს მთავრობა ვეღარასოდეს შეძლებს. არადა საქართველოს ეკონომიკის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ ერთშია, უაღრესად მოქნილი და ეფექტური, ძლიერი ხელისუფლება... რომლის შექმნის არც სურვილი აქვს ბატონ ბიძინას და ვერც გაუბედავს ხალხს, რომელსაც თავიდანვე მისცა ამის პირობა... ყველაზე დაზიანებადი მაშინ ხარ, როდესაც ყველაზე ძლიერად გრძნობ თავს. სირცხვილია ზურა ჭიაბერაშვილის მსგავსი ახალი და წარმატებული ქართველი ჯარისკაცებისადმი ასეთი მოქცევა...
ზურას დაჭერა ვერ გაზრდის დასაქმებულთა ადგილებს, და ვერც საქართველოს უკან-უკან მიმავალ ეკონომიკას ამოქაჩავს.... საინტერესოა, ოქტომბერში ვიღას დაიჭერთ? როდესაც ხელშესახები გახდება უფრო მეტად გაჭირვება და სიდუხჭირე?
კიდევ ერთი გამახსენდა, 2003 წელს თუ მართლა არსებობდა სამართლიანობის აღდგენის და შემოღების მოთხოვნა, შევარდნაძის დროინდელი მინისტრების მიმართ იდგა მთელი სიმწვავით. ზოგიერთმა მათგანმა უშუქოდ და უგაზოდ, სიცივეში და სიბნელეში აცხოვრა ხალხი, სიდუხჭირეს და ყოველგვარ ზღვარგადასულ კორუფციას აღარ გაგახსენებთ... მოხდა
კიდეც, თუმცა წლები გავიდა და მათ მიმართაც კი, ვინც ხალხის დაკვეთით იხდიდა სწორედ სასჯელს, საზოგადოებას გაუჩნდა სოლიდარობის განცდა... მიუხედავად ყველაფრისა.
საქართველოში ბატონო ბიძინა ასეთ ხალხს, როგორიც ვანო, ზურაა, ვინც წარმატების ეპოქას ჩაუყარა სათავე, ციხეში დიდხანს ვერ გააჩერებთ, გაიხსენეთ დავით მირცხულავა, სულხან მოლაშვილი და სხვანი. მათ მიმართაც კი მობეზრდა ხალხს სეირის ყურება..."გაანალიზება" საზოგადოებისთვის მომინდია... ბოლოს არ შემიძლია ირონიის გარეშე არ დავტოვო ერთ-ერთი კაცის დღევანდელი კომენტარი, რომელიც ყოჩივით ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ვანოს და ზურას დაკავებას... და ეს კაცი ვინ გახლდათ?! არც მეტი და არც ნაკლები - ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა: "ეს ის ხალხია სწორედ, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს დღეს საქართველო"- გოგი თოფაძე:) რა მდგომარეობამდე არ დაუკონკრეტებია) დანარჩენი თქვენთვის მომინდია "საანალიზოდ"... ბატონ ბიძინას კიდევ სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ მოეშლება ნერვები, ვიდრე ერთი ჩვენგანი მაინც იქნება ციხის გარეთ ან თუნდაც ციხის შიგნით, ასეთია საბედნიეროდ პოლიტიკური თამაშის წესები:) ჩემო კარგებო, გული არ გაიტეხოთ! მაგრად დავდგებით და გამარჯვება საბოლოოდ ჩვენია:) მთავარია მანევრები და გამძლეობა:)",- წერს საყვარელიძე.
გუშინ პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭაიბერაშვილი დააკავა.
პროკურატურა მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
ჭიაბერაშვილს კი, ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.