თაკო სალაყაია გზაშია და რამდენიმე საათში იქნება საქართველოში, - ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წასვლის დროს მეუღლემ ჰკითხა, წასულყო, თუ დარჩენილიყო.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების საფრთხე არსებობდა, მეუღლე დაამშვიდა.
"გამომძიებლის თვალწინ დავურეკე და მან გადაწყვიტა ჩამოსულიყო. ის გზაშია და რამდენიმე საათში საქართველოში იქნება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე პროკურატურამ განაცხადა, რომ თაკო სალაყაიამ საქართველოს დატოვა.