საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას საქართველოს უახლესი ისტორიის გასამართლებად აფასებს. საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის პარალელურად გააკეთა.
მისი თქმით, მისი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, რადგან კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი მთავარი ცნება, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ეფუძნება.
"თუმცა, ამ წუთებში სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა ძალადობრივი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან, რათა მიაღწიონ სასურველ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრების შესახებ. ქართული საზოგადოება ძალიან ბრძენი და დახვეწილია და მშვენივრად ესმის, რომ საუბარი არ არის კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებზე - ვინ რომელ აგარაკზე ცხოვრობდა, ვინ ვის უხდიდა ხელფასს. ბოლო თვეების პროცესებმა – იგივე ახალაიას პროცესმა დაანახა, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი სამართლებრივად მალე შედის ჩიხში. ვფიქრობ, სამართლდება არა - კონკრეტული ქმედებები, არამედ ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, ყველა წარმატებულ მცდელობას, რაც განვახორციელეთ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო ყველასთვის მივიწყებულ ქაოტურ და ძალადობისთვის განწირულ რეგიონში", - განაცხადა პრეზიდენტმა.