ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სასამართლო დარბაზში შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ.
სასამართლო დარბაზის მეორე სართულზე მყოფი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები კი სკანდირებენ – "ეგ ორი და სხვა მრავალი". მანდატურმა მათ დამშვიდებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი განიხილავს.
პროკურატურა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.
უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ სოციალური ქსელით პროცესზე გადაღებული პირველი ფოტოებიც გაავრცელა.