ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მიიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, დაკავებულები შენობაში სათადარიგო შესასვლელით შეიყვანეს.
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "დაისაჯოს, დაისაჯოს". ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჯერჯერობით, არ მისულან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
აქცია სასამართლოს ეზოში გრძელდება. უსაფრთხოების ზომებს საპატრულო პოლიცია იცავს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს.