სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფი 17 მაისის განვითარებული პროცესების საწინააღმდეგოდ 24 მაისს აქციას დევიზით - "არა თეოკრატიას" გამართავს , - ამის შესახებ განცხადება ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თათა ცოფურაშვილის განცხადებით, 24 მაისს აქცია 19:00 საათზე გაიმართება და ასევე, იგეგმება 25 მაისს, 15:00 საათზე მეორე აქციის გამართვა კანონის უზენაესობის მოთხოვნით.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრას ესწრებოდნენ პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი და მოწვეული სტუმრები როგორც სამოქალაქო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან.
თათა ცოფურაშვილის თქმით, 17 მაისის შემდეგ მოქალაქეებზე თავდასხმები რამდენჯერმე განხორციელდა მათი გარეგნული მონაცემების გამო.
"რაც ხდება 17 მაისის შემდეგ განაპირობებს იმას, რომ თითოეული მოქალაქე შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი. ოთხი ადამიანის დაკავებამ რეალურად ფონი არ შეცვალა და გუშინ ისევ განხორციელდა თავდასხმა ახალგაზრდა ბიჭზე მარჯანიშვილის ქუჩაზე", - აცხადებს ცოფურაშვილი.
მისივე თქმით, 24 და 25 მაისს დაგეგმილი აქციების ორგანოზატორი მთელი სამოქალაქო საზოგადოებაა.
24 მაისს აქცია დედაენის ბაღში, ხოლო 25 მაისს კი მთავარ პროკურატურასთან გაიმართება. რაც ხდება 17 მაისის შემდეგ განაპირობებს იმას, რომ თითოეული მოქალაქე შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი. ოთხი ადამიანის დაკავებამ რეალურად ფონი არ შეცვალა და გუშინ ისევ განხორციელდა თავდასხმა ახალგაზრდა ბიჭზე მარჯანიშვილის ქუჩაზე.