22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე, ჯუნეით გურერი ესტუმრა.
„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმარს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დათვალიერებინეს. ჯუნეით გურერს შესაძლებლობა მიეცა გასაუბრებოდა ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და გაცნობოდა „112“-ის მუშაობის სპეციფიკას.
დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციის სახით მიიღეს დეტალური ინფორმაცია „112“-ის სამომავლო გეგმების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ხედვები და მოსაზრებები, თუ რა სიახლეები შეიძლება დაინერგოს მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.