მორიგი ისტერიული გამოსვლების დღე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ეკა ბესელია პლენალურ სხდომამდე, კენჭისყრაზე პირველ საკითხად გატანილ კანონპროექტს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
მისივე თქმით, მთელი დღე პოლიტიკური დემაგოგიის შოუდ გადაიქცევა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს კანონპროექტი გამოიყენა, როგორც სიცრუის ტირაჟირების საშუალება და იარაღი.
"მთელი დღე გადაიქცევა პოლიტიკურ დემაგოგიის შოუდ, რაც უკვე ყველა ზღვარს გადადის იმიტომ, რომ ამ ცვლილებებს მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და ჩვენი პარტნიორები დასავლეთში. რაც მთავარია, ეს კეთდება კანონისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით და მეტი სამართლიანობის დატვირთვის მისაცემად. კავშირი არ აქვს ამ ცვლილებას რომ შემცირდება და შესუსტდება მხარდაჭერა დეოკუპაციის პროცესისადმი. ეს არის პოლიტიკური დემაგოგია. შინაასობრივად სრულიად სხვა რამეს ეხება", - ამბობს ეკა ბესელია.
პარლამენტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".