შპს "აიფონ +"-ის ხელმძღვანელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე დაკავებული არიან შპს "აიფონ +"-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მარღიშვილი, მენეჯერი ვლადიმერ ძურძუკი და მისი თანაშემწე, მიხეილ პავლიაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა 605 714 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების დეკლარირება საბაჟოზე არ მოახდინეს.