ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიების გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს, - ამის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმთ, წინა ხელისუფლებამ პრაქტიკაში დანერგა გამოძიების დაწყება, მაგრამ არდამთავრება და ამის ნათელი მაგალითი ჟვანიას გარდაცვალების ფაქტია.
"გამოძიების დაწყება ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დასრულდეს რაღაც შედეგით. ან უნდა დადასტურდეს ვინმეს ბრალეულობა ამ ომის დანაშაულებებში ან არ უნდა დადასტურდეს და შეწყდეს გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშრებით. დაიწყო გამოძიება და არ დასრულებულა. ასევე დაიწყო ომის დანაშაულებების გამოძიება და არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში ამ რთულ თემებს უნდა დავუსვათ წერტილი. ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, იყო ომის დანაშაულებები თუ არ იყო?! იყო ეთნიკური წმენდა თუ არ იყო?!. თუ იყო, რაც სახეზეა, ვინ არის დამნაშავე ამ ეთნიკური წმენდის ჩატარებაში?! თუ იყოს ხვა სახის სამხედრო დანაშაული, ვინ არის ეჭვმიტანილი ამ დანაშაულებებში?!", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შემდგომ პერიოდს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია ერთობლივად იძიებს.