შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პროცესი 12:00 საათისთვის ჩანიშნული. მათივე ინფორმაციით, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავა, რაც პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს.
გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.