საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროგრამები არასრულფასოვნად განხორციელდა, ამის დასტური კი დაუხვნელი მიწის გარეშე დარჩენილი მოსახლეობაა.
როგორც უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამა კარგი იყო, თუმცა ვიღაცებმა ბოროტად გამოიყენეს და გლეხების ხარჯზე 190 მილიონის 30% წინასწარ დაინტერესებულმა თუ არადაინტერესებულმა პირებმა ჯიბეში ჩიდეს.
"დღეს არსებული მანქანა-ტექნიკის პარკის ბაზაზე შეუძლებელი იყო გლეხების სრულყოფილად მომსახურება, რადგან ტექნიკა არ არის საკმარისი. ამიტომ ვიღაცამ კარგად და სწორად გათვალა, რომ გლეხებს, ვინც ვერ ისარგებლებდა ტექნიკით და ვერ მოახერხებდა ვაუჩერით დაეხვნა მიწები, იძულებული გახდებოდნენ ამ ვაუჩერით შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წვრილმანი ტექნიკა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გელეხებს შეეძლო ამ წვრილმანის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. რაც არ უნდა ილაპარაკოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ ნებისმიერი ნივთი სპეციალურ მაღაზიაში და ჩვეულებრივ მაღაზიებში ღირდა სხვადასხვა ფასი. ეს ფასთა სხვაობა იყო მინიმუმ 30 %. ანუ ეს 30 % დაილექა წინასწარ დაინტერესებული თუ არადაინტერესებულ პირთა ჯიბეში. 600 ლარიანი ვაუჩერი 400 ლარად ნაღდებოდა. 190 მილიონის 30 % ეს არის ძალიანი დიდი ფული", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ
პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს საპარლამენტო უმცირესობა უსმენდა.