კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, 18 წლის თემურ კენკებაშვილი პარლამენტარ გიორგი ფეიქრიშვილის, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს და შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილს უკანონო ეკონომიკურ ოპერაციებში ადანაშაულებს.
როგორც "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში 18 წლის თემურ კენკებაშვილმა განაცხადა, კუდ-ის სისტემაში ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში თანამშრომლობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 16 წლის ასაკში სერიოზული თანამდებობა ეკავა და კურირებდა ქვემო ქართლს.
თემურ კენკებაშვილის განცხადებით, ვაჟა ლელუაშვილმა და პარლამენტარმა გიორგი ფეიქრიშვილმა არაერთი კანონდარღვევა ჩაიდინეს, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულებები და საბუთების გაყალბებით 40 მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რომლის ღირებულებაც 13 –14 ამერიკული დოლარია. აღნიშნულის გამო, გარდაბნის რაიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ნაწილი, ანუ აზერბაიჯანელები შემოსავლის და მიწის ფართობების გარეშე დარჩნენ. ბევრ მათგანს მოუწია საქართველოს დატოვება, ვინაიდან საარსებო საშუალებები აღარ გააჩნდათ.
თემურ კენკებაშვილის განცხადებით, ვაჟა ლელუაშვილს და გელა ხვედელიძეს სხვა დანაშაულებებიც აქვთ, მათ შორის პოლიტიკკური დანაშაულებები. როგორც კენკებაშვილმა განაცხადა, თუკი ვერ გაიმარჯვა გარდაბნის რაიონში საპარლამენტო არჩვენებში მამუკა არეშიძემ ეს პირდაპირ დაკავშირებულია გელა ხვედელიძესთან, ვინაიდან სწორედ გელა ხვედელიძის რეკომენდაციით დაინიშნა გარდაბნის გამგებლად გელა ხუციშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბში აქტიური ფიგურა იყო, თუმცა სწორედ გელა ხუციშვილის გამო წააგო არჩევნები მამუკა არეშიძემ.
თემურ კენკებაშვილის განცახადებით, არაერთი ინფორმაცია ააქვს ვაჟა ლელუაშვილი და გელა ხვედელიძის წინააღმდეგ და აღნიშნულ მტკიცებულებებს გაზეთ "ქრონიკა +" -ში გამოაქვეყნებს.
თემურ კენკებაშვილთან ერთად პრესკონფერენციაზე ქრონიკა + - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ვაჟა ლელუაშვილს უნდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება, ვაჟა იტალიაში ცოლის სახელზე აქვს შეძენილი 35 მილინ ევროდ ღირებული სასახლე და სწორედ იტალიაში აპირებს ვაჟა ლელუაშვილი საცხოვრებლად გადასვლას.