პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან წინა ხელისუფლების დროს კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადება არის შესული.
„ჩემი გადმოსახედიდან, აუცილებალად უნდა მოხდეს ყველა განცხადების განხილვა.პროკურატურაში როგორ ხდება შერჩევა, რომელი საქმე უფრო პრიორიტეტულია განსახილველად, არ ვიცი, მაგრამ პასუხი ერთადერთია, თუ საჩივარი არსებობს, ის უნდა განიხილოს და სამართლიანობის აღდგენა უნდა შევძლოთ. ძალიან მძიმე სიტუაცია, როგორც ვიცი, პროკურატურა თავს ფიზიკურად ვერ ართმევს. თანამშრომლების გაზრდაზეც იყო საუბარი, დამატებით მიღებასა და სხვა წესებზე. გეთანხმებით, ათასობით განცხადებაა და ძალიან ბევრი კითხვაა," - განაცხადა ივანიშვილმა. მან ასევე სურვილი გამოთქვა რეპრესირებული ბიზნესმენების მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს.