საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტი პრობლემა არაა, მაგრამ ეს მოგვიანებით უნდა იყოს, რათა უფრო მკვეთრი განცხადებები გვქონდეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება იმ კითხვას, რომ რამდენად დაგვეხმარება დასავლეთი სამართლიანობის აღდგენის რეფორმებთან დაკავშირებით. დამატებით სტრასბურგში თუკი ვინმეს კითხვა დარჩა, მე ყველას ვპასუხობდი, რომ კეთილი ინებეთ, გამოგზავნეთ ნებისმიერი დამკვირვებელი და დააკვირდით პროცესებს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი დახმარება მათგან წარმოუდგენელია. საერთოდ, ყველა ტიპის რეფორმაზე ჩვენ ევროპისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დიდი დახმარების იმედი გვაქვს. მე არ ვფიქრობ, რომ მეტი დახმარება გვჭირდება. 6 თვეში მოხერხდა ჩვენი ხელწერის დანახვა ევროპელებისგან და ამერიკელებისგან და მათ აღარ აქვთ მძაფრი კითხვები და თუ გნებავთ მათ კითხვები აღარ აქვთ, გარდა რამდენიმე დეპუტატისა, რომლებსაც არც დაუმალავთ, თუ ვინ იყო ამ შეკითხვების უკან. პრაქტიკულად, ამ მხრივ შეკითხვები აღარ აქვთ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა აღარ იქნება. რაც შეეება ჩემს ვიზიტებს, ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ აჟიტირებენ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ წამესვლება, იმიტომ, რომ მათ აღარ მოვწონვარ. აბსოლუტურად პირიქითაა, პოლონეთის მოწვევაზე მე თავს ვიკავებ, ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდი ხანია, მიწვევენ, საფრანგეთში დაგეგმილი მქონდა და გადავიფიქრე, ამერიკადანაც პრობლემა არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მოგვიანებით გვქონდეს, რადგან უფრო მკვეთრი განცხადებები გვქონდეს. არსად არ არის პრობლემა ჩემი ჩასვლა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა დავლაგდეთ შიგნით. წინა ხელისუფლება ძირითადად დასავლეთის წინაშე ანგარიშვალდებული იყო, ახერხება ამას. იგნორს აკეთებდა ქართული საზოგადოების, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, აქ არის ბევრი სამუშაო. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამერიკას ჩვენთან მეგობრობის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდეს. არც ერთ შემთხვევაში ეს სურვილი არ შეუსუსტდეთ. სააკაშვილი ჩაბრძანდა ამერიკაში და ჩამოვიდა, მერე რა. არც არაფერი შეცვლილა, ახლა კიდევ მიდის 5 თუ 6 ქვეყანაში. სხვათა შორის, კითხვა მაქვს, კეთილი ინებოს და განაცხადოს, სად მიდის, რისთვის და რა ჩამოაქვს, გარდა იმისა, რომ ახერხებს საკუთარი ხელისუფლების ლანძღვას. კეთილი ინებოს და გააგებინოს თავის საზოგადოებას, თუ სად დადის. თავისი ადგილი აქვს ასეთ ვიზიტებსაც, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია აქ დავალაგოთ ყველაფერი. ჩვენს ბედს თავად ქართული საზოგადოება გადაწყვეტს. აუციულებლად დავალაგებთ რუსეთთანაც ჩვენს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აგრესიული რეაქციაა ჩვენს ნებისმიერ წარმატებულ ნაბიჯზე ამ ქვეყანასან სააკაშვილის მხრიდან. ამას სჭირდება სწორი მართვა, სწორი დიპლომატია და ა.შ." - განაცხადა ივანიშვილმა.