საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს ე.წ. სიმართლის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია და ე.წ. სიმართლის კომისიის შექმნა, რისი რეკომენდაციაც გუშინ გია ხუხაშვილის გადაცემიდან მიიღო.
"მე, ალბათ, ვერ გავაკეთებ ჩემს დამოკიდებულებას კომისიასთან დაკავშირებით, ამას სპეციალისტების მსჯელობა სჭირდება. მე არ მომისმენია, არ გამიაზრებია კარგად და ვერ გავაკეთებ განცხადებას", - განაცხადა ივანიშვილმა.