სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე იყო ის მინისტრი, რომელთანაც კითხვები მქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ის ფაქტი, რომ ეჭვები მქონდა, წინასწარ გავახმაურე. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, მაგრამ მთავარია კანონმდებლობა და მის მიხედვით ვიმოქმედებთ. კითხვები არსებობდა და მე გამოვიტანე ჟურნალისტებში "-განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვის მოიაზრებს მომავალში განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის შემცვლელად, ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია.
"დროსაც არ ვხარაჯავ, რომ ახლა ამაზე ფიქრი დავიწყო. რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა მინიშნება უკვე თვითონ მაჩვენა",- განაცხადა ივანიშვილმა.