ე.წ მოდულის შენობაში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკთებია. სავარაუდიოდ, ირაკლი ღარიბაშვილ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს შეხვდება.
როგორც ცნობილია გელა ხვედელიძის ბრალის ოფიციალური წარდგინება ამ დრომდე არ მომხდარა, ვადა კი, დღეს იწურება.
გელა ხვედელიძე 12 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. ხვდელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება. არ არის გამორიცხული, რომ ბრალის წარდგინების დროს ხვედელიძეს ბრალი დაუმძიმდეს და სხვა მუხლებიც დაემატოს.