ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.
"ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბაზაზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. ქართველი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში", _ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა.