საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრესკონფერენციაზე მთავრობის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
შეხვედრა ”ექსპოჯორჯიას” საგამოფენო ცენტრში 11.00 საათზე დაიწყება და ტელევიზების პირდაპირ ეთერში გადაიცემა.