კენიაში ფსიქიატრიული კლინიკიდან 40 პაციენტი გაიქცა. მედიკოსთა განცხადებით გაქცეულთა უმრავლესობა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც 70-ზე მეტმა პაციენტმა შენობაში ბუნტი მოაწყო.
კენიის პოლიციის განცხადებით, ფსიქიატრიულიდან გაქცეულები მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენენ და თავის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. მათი დაკავება და უკან ფსიქიატრიულ კლინიკაში დაბრუნება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობისათვის აღნიშნული ფსიქიატრიული კლინიკა სკანდალში ადრეც გაეხვა, როდესაც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები კლინიკის პერსონალს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. უფლებადამცავი ორგანოების მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარი პაციენტების წამებასა და გაუპატიურების ფაქტებზე იყო.