მიხეილ სააკაშვილი - იმედი მაქვს, სტუდენტები თვითცენზურას არ მიმართავენ

მიხეილ სააკაშვილი - იმედი მაქვს, სტუდენტები თვითცენზურას არ მიმართავენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს უნივერსიტეტის სტუდენტების ყველა კითხვას უპასუხოს. პრეზიდენტმა სტუდენტებისადმი მიმართვა
facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს თვითცენზურას არ მიმართონ და შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დასვან.

"მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ.

თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები არ მიმართავთ თვითცენზურას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამისვამთ თუნდაც იქვე მოფიქრებულ შეკითხვებს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს დღეს შეხვდება.

ინფორმაცია ამის თაობაზე თსუ-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.