„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი ახალციხის მეხუთე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან განათლების მინისტრმა გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პრესსამსახური ადასტურებს. როგორც მათ „ინფო 9“-ს განუცხადეს, სკოლის დირექტორმა ამავე სკოლის მოსწავლეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ სამინისტროს ადგილობრივმა რესურს-ცენტრმა აცნობა. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა, რის საფუძველზეც ინფორმაცია დადასტურდა და მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ჟენია მერაბიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.
როგორც ცნობილია, ახალციხის მეხუთე სკოლის უკვე ყოფილმა დირექტორმა, ჟენია მერაბიშვილმა, სკოლაში დაგვიანებისთვის მე-11 კლასის მოსწავლეები სცემა.