ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას პარტიაში დაპირისპირებაზე: შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც. დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, შიდადაპირისპირება რომ აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა

ვლადიმერ ბოჟაძე გახარიას პარტიაში დაპირისპირებაზე: შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც. დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, შიდადაპირისპირება რომ აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას პარტიაში დაპირისპირებას აფასებს. მისი განცხადებით, შესაძლოა, მიზეზი საარჩევნო საკითხები ყოფილიყო.

„ის, რომ გახარიამ სიიდან ადამიანები ამოიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ამ ადამიანებს არ ენდობა, რადგან შესაძლებელია, ვისაც მოუწევს მომავალში პარლამენტის წევრობა, შემოვიდნენ და იმუშაონ იმ 12 მანდატისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუჩერდათ უფლებამოსილება.

გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ყოფილიყო საარჩევნო საკითხებიც, იცით, რომ ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კიდეც პარტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია პარტიის შიგნით.

დაველოდოთ, საერთოდ დაბრუნდება თუ არა გახარია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, თუმცა, მისი პოლიტიკური გუნდი რომ აღარ არის ერთიანი და შიდადაპირისპირება აქვთ, ეს ფაქტი უკვე სახეზეა“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო სიიდან რვა ადამიანი ამოიღეს, გახარიას პარტია ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. ხოკრიშვილი მიზეზად თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე შეუთანხმებელ პოზიციას ასახელებს.

მარბიელი რას ცანცარებთ? გუშინწინ მისული ხოკრიშვილი დღეს წავა თუ არა, რატომაა ეს თქვენი ვორდინგის თემა? მოდით არბიტრაჟის მიერ ქვეყნისთვის დაკისრებულ 1.2 მილიარდის მიზეზებზე, დამნასავე პირებზე გვესაუბრეთ!
თუ ოცნების არსებობა და გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, აიღებს თუ არა გახარიას პარტია 200 ათას ხმას, იმაზე უარესად ყოფილა საქმე, მე რომ მგონია
5 საათის უკან