საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 36 მსჯავრდებული აბარებს.
იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები; ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტიც“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სწავლების პროცესში.