1 მაისის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, თითქოს პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებს. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს თუ როგორ არღვევენ დემონსტრანტები საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა შენობების იერ-სახის დამახინჯებასა და მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დაზიანებაში.