გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ დავით კირვალიძე პირნათელია

გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ დავით კირვალიძე პირნათელია

ანათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პირნათელია.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ის პირადად უწევდა რეკომედაციას ყველა ეტაპზე დავით კირვალიძეს.
"დიდი ხანია ვიცნობ დათოს, ის გამორჩეული ადამიანია. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კირვალიძე არის აბსოლუტურად პირნათელი ყველაფერში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით კირვალიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს, მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა.