ნაძალადავეში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი შენობა დაიწვა

ნაძალადავეში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი შენობა დაიწვა

ნაძალადევის რაიონში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი შენობის ორი სართული დაიწვა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, შენობის მესამე და მეოთხე სართულებთან ერთად დამწვარია 1000 კვ.მ ფართობის სასხვენო გადახურვა.

ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათისთვის მიიღო. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.