პარლამენტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება.
დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ წარმოადგინა.
კომისიის უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრება. თავმჯდომარე დეპუტატი თინათინ ხიდაშელი იქნება, წევრები კი - ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, ანი მიროტაძე, გურამ მისაბიშვილი, გელა სამხარაული, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემელაძე, რევაზ შავლოხაშვილი, სერგო ხაბულიანი და ზურაბ ჩილინგარაშვილი.