თსუ-ს II კორპუსში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა III სართულიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. თუმცა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც ჩვენთან პირად საუბარში ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, სტუდენტმა ბიჭმა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი გოგონა, III სართულიდან გადმოაგდო, შემდეგ კი დეკანის მოადგილესთან მივიდა და თავად უთხრა ეს ამბავი. დაზარალებული გოგონა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანიც. მან ჩვენთან დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. დეკანმა განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.