გიგა ნასარიძეს ვაკეში ხელი გაარტყეს.
"შორიახლო მდგომმა პატრულმა ჩემს ყვირილზე იკადრა გამოხმაურება, ოღონდ, მიმალვის საშუალება მისცა, თვითნაც გაქრა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა არასწორად დაყენებული მანქანის დასაჯარიმებლად მომადგა უკან...მერე მე ჩემებური წიოკი გავუშვი...რატომ გაუშვითქო, დავაწყნარე და გავუშვიო..კიდევ იმას სჭირდებოდა დამშვიდება?! პატრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრად გადაქცეულა თურმე!..", - წერს გიგა ნასარიძის მეუღლე "ფეისბუქში".
მისი თქმით, მოძალადე რიგითი გამვლელი იყო და გიგა ნასარიძეს ხელის გარტყმის შემდეგაც ემუქრებოდა, რომ აუცილებლად იპოვიდა.