საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისში აზერბაიჯანში ჩავა სამხრეთ კავკასიის ფორუმზე დასასწრებად. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
დიასპორის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბაქოში 6-დან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
ფორუმს 60 ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი ლიდერები, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.