პარლამენტის ვიცე-სპირკერის მანანა კობახიძის განცხადებით, "დღევანდელი დღე უფრო დღესასწაულია, ვიდრე ტრაგედია".
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ განუცხადა.
"დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიაა. 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მთელი ქვეყანა გაერთიანდა. ამ დღეს ხალხი იყო ერთი, თუმცა ამას ტრაგედია მოჰყვა და ბევრი ჩვენი თანამოქაალქე შეეწირა. ვფიქრობ, დღევანდელი დღე უფრო მეტად დღესასწაულია, რადგან ტრაგედიიდან 2 წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ პარლამენტში მიღებას ვმართავთ და მე სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღესასწაულს", - განაცხადა კობახიძემ.