"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "26 მაისი, ისევე როგორც 9 აპრილი, იყო ნიმუში იმისა, რომ ადამიანების მცირე ჯგუფს შეუძლია ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს".
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, სადაც მან პარტიის წევრებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"24 წელი კი არა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს 9 აპრილის შეფასება უცვლელი იქნება. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ შეუძლია იბრძოლოს აღმატებულ ძალასთან და არ ეშინია. დაანახა ის, რომ მზად არიან საკუთარი სამშობლოსთვის თავიც გაწირონ. მეამაყება, რომ დღეს აქ ვარ. ნამდვილად წლევანდელი 9 აპრილი განსხვავებულია წინა წლებისგან. შარშან ელიზბარ ჯაველიძეს, ირაკლი ბათიაშვილს, გია ბურჯანაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ჩვენ "დემოკრატიული მოძრაობის" ხალხს პრაქტიკულად არ მოგვცეს საშუალება, არ მიგვიშევს 9 აპრილის მემორიალთან. ამ ძალადობის განმახორციელებელი იყო "მასტერა", შემოქმედი კი წინა ხელისუფლება. დღეს ამ მიმართულებით თავისუფლებაა. ასე, რომ 26 მაისი, ისვეე როგორც 9 აპრილი, არის ნიმუში იმისა, რომ ადამიანების მცირე ჯგუფს შეუძლია ქვეყნის უკეთეს მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის იბრძოლოს", - განაცხდა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნა მალე ისეთი გახდება, როგორიც 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებს სურდათ.