საქართველოში ერიკ რუბინი იმყოფება

საქართველოში ერიკ რუბინი იმყოფება

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ერიკ რუბინი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა. 

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე 12 აპრილს მონაწილეობას მიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. მათ შორის დღეს, 15:00 საათზე ერიკ რუბინი საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძეს შეხვდება. იქამდე კი ერიკ რუბინმა აშშ-ის ელჩ, რიჩარდ ნორლანდთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.