საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია სომხეთში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს , საქართველოს დელეგაცია, გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინაუგურაციას დაესწრება.
სომხეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია, დღეს, ერევანში, თავისუფლების მოედანზე შედგება, რომელზეც ოფიციალურად მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნების მეთაურები და ხელმძღვანელი პირები.
დღესვე, ერევანში დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვედრა სომეხ კოლეგასთან.
გურამ ოდიშარიას სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი უმასპინძლებს.