9 აპრილის მემორიალთან დილიდან მთავრობის წევრები მიდიან

9 აპრილის მემორიალთან დილიდან მთავრობის წევრები მიდიან

9 აპრილის მემორიალთან დილიდან მთავრობის წევრები მიდიან. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პრემიერმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ 9 აპრილის მემორიალთან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივიდა.

აქვე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეს.