ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ , რომ დაახლოებით სამი კვირის წინ, ქვევრიდან წყლის ამოღვრის დროს, ფსკერზე ცისფერი სპორტული ჩანთა იპოვეს.
ბარბარე რაფალიანცის ბებიის, თინა მექერიშვილის თქმით, ჩანთა ოჯახის არც ერთ წვერს არ ეკუთვნის და შესაძლოა, ბავშვის მკვლელის იყოს.
მისივე ინფორმაცით, ქვევრიდან ამოღებული ჩანთა გამომოძიებლებმა ექსპერტიზაზე წაიღეს, თუმცა ამ დრომდე ოჯახისთვის შედეგი უცნობია.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას და საქმის დროულად გახნნას სთხოვს.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გასული წლის სექტემბრის ბოლოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმე ჯერ გახსნილი არ არის.